ქუთაისის გუნდმა "სოხუმი" დაამარცხა
გუშინ ქუთაისის სპორტის სასახლეში ერთმანეთს ქუთაისის საკალათბურთო გუნდი "ქუთაისი– 2010" და სოხუმის "სოხუმი" დაუპირისპირდნენ. თამაშის ბედი ბოლო წამზე ქუთაისელთა ხორვატი ლეგიონერის ივან მიკულიჩის მიერ სნაიპერული სიზუსტით ნასროლმა 3-ქულიანმა გადაწყვიტა, ეს მაშინ, როცა მეტოქე 83:81 იყო წინ. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მასპინძელთა მდგომარეობა დამძიმდა, ისინი 68:73 აგებდნენ, თუმცა ძალების მობილიზება მოხერხდა,
„რა თქმა უნდა ველოდით, რომ დაძაბული და დრამატული თამაში იქნებოდა. ვარაუდი გამართლდა. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მოგების სურვილი ყველას ჰქონდა, თუმცა რეალურად ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც დავგეგმეთ. „სოხუმი“ ძალიან ძლიერი გუნდია, ინდივიდუალურად კარგი მოთამაშეები ჰყავს. ამიტომ გაგვიჭირდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ბოლოს თამაში გადავარჩინეთ. მე იმედი მაქვს, რომ ხვალ უკეთესად ვითამაშებთ, კიდევ მოვიგებთ და თბილისში საკუთარი მოედნის უპირატესობით გავემგზავრებით. გამარჯვება მთელმა გუნდმა დაიმსახურა“– განაცხადა ქუთაისის საკალათბურთო გუნდის მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა.
მეტოქეებს გამარჯვება 'სოხუმის:" მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამაც მიულოცა.
"ვულოცავ ქუთაისის გუნდს, კოტე ტუღუშს გამარჯვებას. ბრწყინვალე მატჩი იყო. ქუთაისში თამაში ყოველთვის სასიამოვნოა, თუნდაც მაყურებლების გამო. სანახაობრივი, ლამაზი შეხვედრა ვიხილეთ. მსაჯების შეცდომებმა დიდად იმოქმედა ჩვენზე, თუმცა ცოტა იღბალი რომ გვქონოდა, მოვიგებდით“ – განაცხადა 'სოხუმის" მტავარმა მწვრთნელმა ვაჟ კვარაცხელიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი