18 სექტემბერს კულტურის მინისტრი მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს წარადგენს
ქუთაისს, 18 სექტემბერს კულტურის მინისტრი სტუმრობს. „ნიუპრესის“ ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძე ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს, კოტე აბაშიძეს ოფიციალურად წარადგენს.
შეხვედრა მესხიშვილის თეატრში 17 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე 7 კანდიდატურა განიხილებოდა: გოგა თავაძე, კოტე აბაშიძე, მამუკა ტყემალაძე, გიორგი შალამბერიძე, დავით ნაცვლიშვილი, თორნიკე მარჯანიშვილი და ენდი ძიძავა, რომელსაც მესხიშვილის თეატრის მხარდაჭერა ჰქონდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




14:08
12:18
19:09
















