ქუთაისში ამომრჩეველმა სიაში ხუთი წლის წინ გარდაცვლილი შვილი აღმოაჩინა
ქუთაისში 118-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხუთი წლის წინ გარდაცვლილი შვილი აღმოაჩინა.
როგორც თამარ ლომსაძე განმარატავს, მაშინ, როცა სიაში საკუთარ თავს ეძებდა, შვილის ფოტო დაინახა და კომისიას დაუყოვნებლივ ფაქტზე რეაგირება მოსთხოვა.
ამომრჩეველი ითხოვს გაუქმდეს ბიულეტინი. მისივე განმარტებით, გარდაცვლილი ბიჭი კედლის სიაში არ ფიქსირდება, თუმცა დავით ლომსაძის სახელი და გვარი სამაგიდო სიაში აღმოჩნდა.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, დაინტერესებულმა პირმა ცესკოს უნდა მიმართოს, რადგან ფაქტზე რეაგირება მათ კომპეტენციაში არ შედის.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა