|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 9 აპრილის მემორიალს ადგილს უცვლიან

ქუთაისში 9 აპრილის მემორიალი, შესაძლოა, სხვა ადგილზე გადაიტანონ. საკითხზე უკვე იმსჯელეს საკრებულოს დეპუატეტბმა და  შეჯერდნენ, რომ გამოცხადდეს კონკურსი სკულპტურის შექმნაზე. ასევე  განისაზღვროს ადგილი, სადაც ძეგლი განთავსდება. საკითხზე შეხვედრა კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომისიამ გამართა.

როგორც ცნობილია, იგეგმება  9 აპრილისა და მეორე სამამულო ომში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული გმირების მემორიალების გაერთიანება.
ამჟამად ძეგლი ცისფერყანწელების ქუჩაზე, „მონ პლეზირის თაღის“ მიმდებარედაა.  სკულპტურა მოქანდაკე რეზო  რამიშვილს ეკუთვნის. ძეგლის ტერიტორიაზე რესტორნის გახსნა მოქალაქეების დაპირისპირების მიზეზიც გახდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი