|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისში ადვოკატების საქმიანობაში ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა"

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ადვოკატების დისკრედიტაციის ფაქტზე საუბრობს.  დავით ასათიანმა ქუთაისში საგანგებო ბრიფინგი გამართა და ადვოკატთა საქმიანობაში ჩარევისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სოციალურ ქსელში გამოჩენილი გვერდი მიზანმიმართულად ეწევა ადვოკატების დისკრედიტაციას, რის გამოც  ასოციაციამ პროკურატურას მიმართა.

„ადვოკატების პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.  ისინი თავდასხმისა და შეურაცხყოფის ობიექტები გახდნენ. ჩვენ ძალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს, თითოეული ადვოკატი თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში უნდა იყოს თავისუფალი და მათზე რაიმე სახის ზეწოლა არ უნდა განხორციელდეს და ადვოკატის და კლიენტის იდენთიფიცირება არ შეიძლება“-განაცხადა დავით ასათიანმა. მისი თქმით, სოციალურ ქსელში არსებული გვერდი, რომელიც ადვოკატების შეურაცხმყოფელ პოსტებს დევდა, 6 დეკემბერს ფეისბუქის ადმინისტრაციამ წაშალა, თუმცა მისი შემქმნელები იმუქრებოდნენ, რომ მსგავსი ტიპის  გვერდები მომავალშიც შეიქმნება.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის გაჩნდა გვერდი, სადაც ადვოკატების მიმართ ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებები ქვეყნდებოდა. ამ დროისთვის გვერდი გაუქმებულია.

ავტორი: ნიუპრესი