ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
ქუთაისში აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. "ფრთხილად იარეთ" - ამ წარწერით ფოტოს საინფორმაციო სააგენტო "იმერეთი ნიუსის" დამფუძნებელი კოტე ცირეკიძე ავრცელებს.
როგორც შსს-ში განმარტავენ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 2 მგზავრი იმყოფებოდა, სავარაუდოდ, შესრულებული მანევრის შედეგად ამოტრიალდა.
მგზავრებს სამედიცინო დახმარების გაწევა არ დასჭირდათ.
შსს ინფორმაციით, შემთხვევასთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციული წესით დაიწყო, რაც ჯარიმას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.85%
გაუარესდა - 53.79%
არ შეცვლილა - 11.36%
სულ - 132 ხმა




17:20
15:54
13:34
21:45
















