|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ ჩატარდა

საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი ,,თაობა", რომელიც ქუთაისში მიმდინარეობდა, დასრულდა.
ფესტივალის ფარგლებში, 20 - დან 26 სექტემბრის ჩათვლით, 31 მოკლემეტრაჟიანი და 11 სრულმეტრაჟიანი ფილმის ჩვენება მოეწყო. პარალელურად იმართებოდა დისკუსიები და შეხვედრები შემოქმედებით ჯგუფებთან.
ფესტივალის დახურვის საჯარო ღონისძიება ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო. დასახელდა გამარჯვებული ფილმები.
დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე დაესწრო.

ავტორი: ნიუპრესი