ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქოსამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ვ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდევადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ვ.ს.-ს პირადი ჩხრეკისას, „ტე-ტეს“ მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ემუხლის მე-3 ნაწილით.
ავტორი: ნიუპრესი