|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მდებარე საათის დემონტაჟი მოხდა

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში ადგილობრივების პროტესტის მიუხედავად  „მაკდონალდსის“ მშენებლობა გრძელდება.

ადგილზე ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად ხდება საათის გადატანის სამუშაოები. როგორც მერიაში განმარტავენ, საათი დროებით შეინახეს.

"საათს შევინახავთ იქამდე, სანამ "მაკდონალდსის" შენობა არ აშენდება. ეს ჩვეულებრივი უსაფრთხოების ზომებია იმისთვის, რომ საათი არ დაზიანდეს. ასევე საათს აქვს გარკვეული ხარვეზები, ის შეკეთდება და უფრო გამართული დაუბრუნდება ქალაქის ცენტრს", -განმარტავენ მერიაში.

ცენტრალური მოედნის მიმდებარედ ე.წ. ქუჩის საათი წლების განმავლობაში არსებობს. მისი გადატანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოების უკმაყოფილება მოყვა.

შეგახსნებთ, რომ ცენტრალური მოედნის მიმდებარედ „მაკდონალდსთან“ ერთად სასტუმრო და ეკლესიაც აშენდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა