ქუთაისში ჩერნოვეცკის ფონდი უფასო სასადილოს ხსნის
ჩერნოვეცკის ფონდი ქუთაისში უფასო სასადილოს ხსნის.
ფონდის ინფორმაციით, უფასო საქველმოქმედო სასადილო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მიიღებს.
სასადილო გათვლილია დღეში 400 ადამიანის მომსახურებაზე.
"ამიერიდან, როგორ ცხოვრებისეულ სიტუაციაშიც უნდა ჩავარდეს ადამიანი ქუთაისში, ის მშიერი ნამდვილად აღარ დარჩება.
სოციალურად დაუცველი ადამიანების ცხელი სადილით უზრუნველყოფა - ეს ჩერნოვეცკის ფონდის უმთავრესი ამოცანაა"-ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
სასადილო ქუთაისში, აბაშიძის N10 მდებარეობს, დაწესებულება 20 თებერვალს 13:00 საათზე გაიხსნება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.33%
გაუარესდა - 53.73%
არ შეცვლილა - 11.94%
სულ - 134 ხმა




15:25
21:40
15:55
19:56












