ქუთაისში, ცხინვალის ქუჩაზე არსებული სკვერი წერეთლის უნივერსიტეტს გადაეცემა
ქუთაისში, ცხინვალის ქუჩის შესახვევთან არსებული სკვერი წერეთლის უნივერსიტეტს გადაეცემა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ქუთაისის მერიასა და ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის არსებული მოლაპარაკების თანახმად, ქუთაისში ცხინვალის შესახვევთან სკვერი წერეთლის უნივერსიტეტს გადაეცემა. სკვერის მოწყობის ხარჯებს უნივერსიტეტი გაიღებს. ქალაქის მერისა და უნივერსიტეტის რექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო უნივერსიტეტის გარე ფასადის შესაძლო განათების საკითხსაც.
როგორც "ნიუპრესს" მერიაში განუმარტეს, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უნივერსიტეტიდან თავად გამოთქვეს სურვილი, რომ სკვერს მოუარონ. სკვერი მათ სარგებლობის უფლებით გადაეცემათ.
ცხინვალის შესახვევთან არსებულ სკვერში უკვე არსებობს ტრენაჟორები, თუმცა მერიაში აცხადებენ, რომ მოხდება ტრენაჟორების დამატება, რას ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, მოხდება ადგილის განათება და იქ მწვანე ნარგავების დამატება.
წერეთლის უნივერსიტეტში ადასტურებენ მიმდინარე მოლაპარაკებებს და აცხადებენ, რომ ქალაქში უნივერსიტეტის სახელობის სკვერი იქნება.
ავტორი: ნიუპრესი