|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს

ქუთაისში დავითობის დღესასწაულს აღნიშნავენ. დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

დილიდან ქალაქის ხელმძღვანელობამ და მოქალაქეებმა დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, გელათის მონასტერში, სადაც მეფე დავით აღმაშენებელია დაკრძალული, საზეიმო წორვა-ლოცვა აღევლინება.

დღესვე მოხდება ჩოხოსანთა კურთხევა და მოეწყობა ფოტო გამოფენა. გაიმართება ლექციები და ღონისძიებები კონცერტით დასრულდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა