|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დაჭრილი მამაკაცი ქალაქის საკრებულოს წევრია

ნიუპრესის  ინფორმაციით, ქუთაისში დაჭრილი მამაკაცი ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ზაქრო მამასახლისია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დავა მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო და დაჭრით დასრულდა.

მას დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

მეზობელი საკრებულოს დეპუტატს საკანალიზაციო ჭირს გამო ედავებოდა.

დანაშაულში ეჭვმიტანილი დკავებულია. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი