ქუთაისში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტები განიხილეს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პირველ მოადგილესთან ერთად „საქართველოს 2018-2021 წლების რეგიონული განვითარების პროგრამის" ფარგლებში შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ექსპერტებთან ერთად რეგიონის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე პროექტების ეფექტურად წარმართვისთვის, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების პერსპექტივები განიხილეს, მიმოიხილეს ის პროექტები და ინიციატივები, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის მხარდაჭერილი, ასევე დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები.
ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის ვიტოლ სარტორიუსის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში: იმერეთში, კახეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განხორციელდება.
“საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ ფინანსურად მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ.
პროგრამა საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას განახორციელოს რეგიონული პოლიტიკა ევროკავშირის სტანდარტის შესაბამისად, რომლის განხორციელებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული იქნებიან ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და დაინტერესებულ მხარეთა სხვა ჯგუფები.
საქართველოს მთავრობის მიერ 2018 წლის ივნისში დამტკიცდა „საქართველოს 2018-2021 წლების რეგიონული განვითარების პროგრამა“ (რგპ), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალ მიდგომებს საქართველოს რეგიონულ პოლიტიკაში.
ავტორი: ნიუპრესი