|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ფემინისტური ფესტივალი გაიმართება

5-7 აპრილს  ქუთაისში ფემინისტური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი  საქართველოში პირველად ტარდება.  

ფესტივალი საქართველოში პირველი ფემინისტური გაზეთის “ხმა ქართველი ქალისა” 100 წლისთავს უკავშრიდება. გაზეთი ქუთაისში 1917-1918 წლებში, ფემინისტის, პუბლიცისტისა და აქტივისტის კატო მიქელაძის (1878-1942) თაოსნობით გამოიცემოდა.

"ჩვენთვის ფესტივალი საშუალებაა ხაზი გავუსვათ თანასწორობისა და სამართლიანობისთვის ბძროლის იმ მნიშვნელოვან ისტორიულ მემკვიდრეობას, რომელიც საქართველოში ფემინიზმს გააჩნია. გვინდა, კიდევ ერთხელ, წინ წამოვწიოთ თემები, რაც ქალებისთვის ერთი საუკუნის წინაც და ახლაც აქტუალურია. იქნება ეს პოლიტიკური მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება, განათლება, ოჯახი და ქორწინება, გენდერული ჩაგვრა და უსამართლობა, თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები", -აცხადებენ ორგანიზატორები. 
ფესტივალის მხარდამჭერები: გაეროს განვითარების პროგრამა, გლობალური ქალთა ფონდი, ჰოლანდიური ქალთა ფონდი "მამა ქეში" არიან.

ფესტივალი სასტუმრო "რჩეულში" გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

ავტორი: ნიუპრესი