ქუთაისში, გორაზე და ჭომის დასახლებაში ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებს
1-ელი ივლისიდან ქუთაისში, გორაზე და ჭომის დასახლებაში, სატესტო რეჟიმში ახალი მიკროავტობუსები იმუშავებს, - ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მიკროავტობუსები იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:
ვაჟა ფშაველა - ნიკოლაძის ქუჩების მიმართულებით;
გორკი-ჭაბუკიანის ქუჩების მიმართულებით;
ყაზბეგი-ჩანჩიბაძის ქუჩების მიმართულებით;
ასლანიკაშვილის ქუჩაზე.
სატესტო პერიოდში მგზავრობა აღნიშნულ სვლა-გეზებზე იქნება უფასო.
მიკროავტობუსებს გასვლა ექნებათ ყოველ ნახევარ საათში, წითელი ხიდის და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიებიდან.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა