ქუთაისში გრიგოლ ვაშაძემ ხმების 48,72 %, სალომე ზურაბიშვილმა კი 51,28 % მიიღო [R]
არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა ქუთაისის 59 -ე საოლქო სააჩევნო კომისიამ. შედეგების თანახმად, ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა 78014 მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ხმების 49,92 % ია.
მათგან ხმა 36 676 ხმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგილ ვაშაძემ მიიღო, რაც ხმების 48,72 % ია. დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 38 601 ხმა მიიღო, რაც ხმების 51:28 % ია. დაახლოებით 2735 ბიულეტენი გაბათილებულია.
საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 17 საჩივარია შესული, ყველა მათგანი არის პროცედურული ხასიათის.
"რაც შეეხება შემაჯამებელი ოქმებთან დაკავშირებით საჩივრებს, მათი შემოტანის ვადა 2 დღეა, შესაბამისად ასეთი საჩივრების განხილვა 2 დღის შემდეგ დაიწყება, მანამ კი განვიხილავთ 17 საჩივარს, რომლებიც არის პროცედურული ხასიათის და არჩევნების შედეგს ვერ შეცვლის", -განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა, ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
პირველ ტურთან შედარებით, ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა 13 014-ით მეტმა მოქალაქემ მიიღო. მეორე ტურში დამატებით 7091-მა ადამიანმა მისცა ხმა გრიგოლ ვაშაძეს. სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების ოდენობა პირველ ტურთან მონაცემებით 20 542 ხმით გაიზარდა.
პირველი ტურის მონაცემებით, ვაშაძეს ხმა არჩევნებზე მისული 65 000 ამომრჩევლიდან 29 585-მა ამომრჩეველმა მისცა. დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 059 ხმა დააგროვა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59,56 % მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ - 40 , 44 %. მონაცემები წინასწარია და შესაძლებელია მცირედი ცვლილებაც.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 63.16%
არა - 36.84%
არ ვიცი - 0%
სულ - 19 ხმა