|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ლიტერატურული ფესტივალი" გაიმართება

ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში 23 სექტემბერს 14:00 ზე "ლიტერატურული ფესტივალი" გაიმართება. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული „ლიტერატურული ფესტივალის" 5 მონაწილე 2 დღის განმავლობაში საკუთარ ნაწარმოებებს წაიკითხავს.

ფესტივალის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება მოისმინოს და გაეცნოს თანამედროვე ქართველ პროზაიკოსებს. ფესტივალის ორიგინალობა პროზაიკოსებისთვის დათმობილ დროში გამოიხატება. ხუთივე მათგანი თავიანთ ნაწარმოებებს ბოლომდე წაიკითხავს.
„ლიტერატურული ფესტივალი“-ს ორგანიზატორის პაპუნა გიორგაძის თქმით, სამომავლოდ ფესტივალის მასშტაბების გაზრდას აპირებს. 

„ფესტივალი იქნება უპრეცედენტო საქართველოს და არა მხოლოდ მისი მასშტაბით. სამომავლოდ, უფრო მეტი ავტორის მოწვევას ვაპირებ და ყოველწლიურად თუ გაიმართება უფრო დიდი მასშტაბის გახდება. შეიძლება ასეთი ფორმატი ვინმესთვის მოსაწყენი იყოს, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც მსგავსი ფორმატი აუცილებლად მოეწონებათ“,-განაცხადა გიორგაძემ.

 ფესტივალის პირველ დღეს საზოგადოების წინაშე სამი პროზაიკოსი წარსდგება.


14:00 სთ ლევან მაისურაძე _ "წრეშიკაცი"


16:00 სთ ანი გიგაშვილი _ "მარტო დარჩენის წყევლა"


18:00 სთ ნათია სოყურაშვილი _ "მისი უდიდებულესობა - ამინდი"


მეორე დღეს კი დრო პაპუნა გიორგაძესა და სონია გულაღაშვილს დაეთმობა.


14:00 სთ პაპუნა გიორგაძე _ "მე მინდა ბამბა"


16:00 სთ სონია გულაღაშვილი _ "წინასწარმეტყველება შეუძლებელია".

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა