ქუთაისში, მერიის წინ ქვეითთა გადასასვლელზე ქალს ავტომანქანა დაეჯახა
ქუთაისში, ქალაქის მერიის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქალბატონს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეტაკა, როდესაც ის ქვეითთა გადასასვლელზე გადადიოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია.
შემთხვევის ადგილზე იმერეთის რწმუნებული, ქალაქის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა