ქუთაისში მინი-ფეხბურთის ტურნირი იწყება
ტურნირი მინი-ფეხბურთში ქუთაისის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის გაიმართება.
ქუთაისის მერიის სპორტული ააიპის ინფორმაციით, ტურნირი 17 ოქტომბერს სპორტის სასახლეში 18:00 სთ-ზე გაიხსნება.
პირველ დღეს ერთმანეთს გამარჯვების და ძელქვიანის, სულხან-საბასა და ავტოქარხნის, უქიმერიონისა და მუხრანის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები დაუპირისპირდებიან.
შეჯიბრებები 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში ქუთაისის 12 ადმინისტრაციული ერთეულის 13 გუნდი ჩაერთვება.
ტურნირი ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ყოველწლიურად ეწყობა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა