ქუთაისში მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გაიმართა
“თავისუფლება მზიას”, - ამ გზავნილით ქუთაისში ჟურნალისტების აქცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლებმა ამ ფორმით „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს.
მზია ამაღლობელი 12 დღეა რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც საჩივარი განსახილველად არ მიიღო. ადვოკატები აღნიშნულის სტრასბურგში გასაჩივრებას გეგმავენ.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 77.78%
არა - 22.22%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა