|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე ჯანსაღი ხეები მოჭრეს

ქუთაისში ნიკეას მეორე შესახვევში, ჯანსაღი ხეები მოჭრეს. როგორც ცნობილი გახდა, მიწის ნაკვეთი წელიწად ნახევრის წინ გასხვისდა, კერძო მესაკუთრემ 6 ჯანსაღი ნაძვი მოჭრა. ფაქტი გააპროტესტა მოსახლეობამ.

ადგილზე იმყოფებოდნენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. როგორც პარტიის წარმომადგენელმა გია თევდორაძემ განაცხადა, ნიკეას ქუჩის მცხოვრებლებისთვის ეს ერთადერთი რეკრეაციული ზონა იყო, რომელიც კერძო მესაკუთრემ გაანადგურა.  

"ეს იყო ერთადერთი რეკრეაციული ზონა მთელს უბანში, რომელიც კერძო მესაკუთრემ გაანადგურა. 2015 წელს მოსახლეობამ მერიას მიმართა, რომ სკვერი შეესყიდათ და თავიანთი გემოვნებით მოეწყოთ, რაზეც მერიამ უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ სკვერის გასხვისება კანონით აკრძაკლულია და ეს, მეც შეიძლია დაგიდასუროთ. მიუხედავად ამისა, სკვერი ელექტრონული აუქციონით გაასხვისეს. რაც ყველაზე ცუდია დღეს 6 დიდი ნაძვი მოიჭა. ფაქტია, რომ ქუთაისში გძელდება სკვერების გასხვისების ეპოპია, ის რაც ერთი ადამიანისთვის არის შეუძლებელი, მეორესთვის შესაძლებელია",- განაცხადა თევდორაძემ.

 

ქუთაისში ხეების მოჭრის ფაქტს ქალაქის მერია გამოეხმაურა

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა