|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „ოცნება“ ამომრჩევლებისთვის პირადობების ჩამორთმევით არის დაკავებული - გიგი უგულავა

„ქართული ოცნება“ ქუთაისში სიპების და აიპების წარმომადგენლებს ამომრჩევლებისთვის ნებისმიერი მეთოდით პირადობების ჩამორთმევას ავალებს. აღნიშნული განცხადება დღეს გიგი უგულავამ გააკეთა.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, 7 ოქტომბერს საღამოს 6 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე, რომელიც ასევე ოცნების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს დაავალეს ამომრჩევლის, თუნდაც კრიმინალების მეშვეობით დაშინება და მათთვის პირადობების ჩამორთმევა. ოპოზიცინერები ყველას აფრთხილებენ, რომ არჩევნებისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა