ქუთაისში ოლიმპიური აუზი წერეთლის ქუჩაზე მოეწყობა
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის დახურული საცურაო აუზის რენდერის მომზადების ელექტრონული კონკურსი განმეორებით გამოცხადდა.
პრეტენდენტს 2014 წლიდან უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი დახურული ან/და ღია საცურაო აუზის, ღია ან/და დახურული ტიპის გასართობი ცენტრის ან/და სპორტული დარბაზის, ან სპორტის სასახლის რენდერის შექმნის გამოცდილება.
დასაგეგმარებელი ობიექტის მდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის ქუჩა, ლითოფონის ქარხნის ტერიტორია, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 4374 კვ.მ.
მიმწოდებელი“ ვალდებულია წარმოადგინოს სავარაუდო შიდა და გარე პერიმეტრის ვიზუალი და ასევე შენობა-ნაგებობის სამგანზომილებიანი სივრცითი ვიზუალი ფერად ტონებში, A3 ფორმატის სახით, ხელშეკრულების დადებიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეში.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 ათასი ლარია.
შეგახსენებთ, მერიამ რენდერის მოსამზადებლად კონკურსი 2 თვის წინაც გამოაცხადა, თუმცა მაშინ დოკუმენტაციაში ადგილი მითითებული არ იყო.
ამ თემაზე:
ქუთაისის მერია აუზის პროექტზე მუშაობას ადგილის შერჩევის გარეშე იწყებს
აუზისათვის განკუთვნილი ადგილი
ავტორი: ირინა მაკარიძე