ქუთაისის მერია აუზის პროექტზე მუშაობას ადგილის შერჩევის გარეშე იწყებს
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის დახურული საცურაო აუზის პროექტზე მუშაობა იწყება. ქალაქის მერიამ დახურული აუზის რენდერის მომზადებისათვის ელექტრონული კონკურსი გამოაცხადა, თუმცა ადგილი, სადაც აუზი უნდა მოეწყოს, ამ დრომდე გაურკვეველი რჩება.
ტენდერის პირობის თანახმად, უნდა მოხდეს სავარაუდო ჩიტის ფრენის სიმაღლიდან დანახული რენდერის და შიდა და გარე ვიზუალის მომზადება, ასევე შენობა-ნაგებობის სამგანზომილებიანი ვიზუალიზაცია 4 (ოთხი) ეგზემპლარად ფერად ტონებში A3 ფორმატის სახით, სავარაუდო ჩიტის ფრენის სიმაღლიდან დანახული და შიდა და გარე ვიზუალი და ასევე შენობა-ნაგებობის სამგანზომილებიანი ვიზუალიზაცია ხელშეკრულების დადებიდან 7 (შვიდი) კალენდარულ დღეში.
შესყიდვის ღირებულება 2 ათასი ლარია.
პოტენციური "მიმწოდებლის" განცხადებით, "არასაკმარისია საკონკურსო დოკუმენტაცია, არ არის დაზუსტებული დარბაზის ადგილმდებარეობა, ტერიტორიის ფოტოსურათები, მიწის საკადასტრო მონაცემები, შენობის დაახლოებითი მოცულობა და ფუნქციური შემადგენლობა, დაახლოებითი სამშენებლო ბიუჯეტი, რის გარეშეც რენდერის მომზადება შეუძლებელია.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აუზისათვის რამდენიმე ადგილი განიხილება, თუმცა ჯერ დაზუსტებული არა. რენდერის მომზადების შემდეგ მოხდება ასევე ხარჯთაღრიცხვის მომზადება.
როგორც ქალაქის მერი აცხადებდა, აუზის განთავსების სავარაუდო ადგილად ლითოფონის ტერიტორია განიხილებოდა. "ტერიტორია 1 ჰექტარი მაინც უნდა იყოს, რაც ქალაქში რთულად მოსაძებნია"-აცხადებდა შოთა მურღულია.
ამ თემაზე: აშენდება თუ არა ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი ქუთაისში?
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი მოეწყობა
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა იწყება
ავტორი: ირინა მაკარიძე