|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პოლონელ ტურისტებს მოსახლეობა დაუპირისპირდა

ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მოსახლეობა ტურისტებს დაუპირისპირდა. ადგილობრივების უკმაყოფილება მათ კორპუსში პოლონელი ტურისტების დაბინავენამ გამოიწვია.

საოჯახო სასტუმროს მფლობელის ზურაბ კვეტენაძის თქმით, გუშინ ბინაში შვიდი ტურისტი მიიღო, რასაც ადგილობრივების აგრესია მოყვა, როგორც ის იხსენებს, მოსახლეობამ მათი ბინიდან დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვა, მიზეზად კორონა ვირუსის საფრთხეს ასახელდებდნენ.

ადგილობრივებმა პოლიცია გამოიძახეს. ზურა კვეტენაძის თქმით, ტურისტები სხვა სასტუმროში გადაიყვანა, დღეს კი მომხდარის გამო, შეშინებულმა ტურისტებმა ქვეყანა დატოვეს. "მას შემდეგ, რაც დავაბინავე ტურისტები, ადგილობრივრბმა მისი გაყვანა მოითხოვეს, განსაკუთრებით აქტიურობდა სუსის ყოფილი თანამშრომელი დათო გრიგალაშვილი. ისინი ყვიროდნენ, რომ ტურისტები მათ საფრთხეს უქმნიდნენ, ილანძღებოდნენ. ავუხსენი, რომ ეს ადამიანები, როდესაც ჩამოვიდნენ საქართველოში, მაშინ პოლონეთში ვირუსი არ იყო დაფიქსირებული, მაგრამ არაფრის მოსმენა უნდოდათ. შეშინებული ტურისტები ბინაში არ დარჩენ დღეს, კი სავარაუდოდ, ამის გამო ქყეყანა დატოვეს. ძალიან ცუდი ფაქტები ხდება, აგრესიის გამო ქვეყანაში ტურისტებს საფრთხე ემუქრებათ"-განაცხადა ზურაბ კვეტენაძემ.

როგორც მოსახლეობა ყვება, მათი პროტესტი ვირუსის შიშმა გამოიწვია და არ სურთ დროებით მათ გვერდით უცხოელები იყვნენ.

 ცნობისთვის, ამ დროისთვის პოლონეთში კორონავირუსის 84 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა