|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სტენსილების გადახატვით ვერ დავმალავთ პრობლემას"

"აი, ასე გადაღებეს ჩვენი სტენსილები ქუთაისის ცენტრალურ უბანში. სამწუხაროდ, ეს ყოველივე ადგილობრივ მთავრობასთან შეთანხმებით მოხდა, რაც ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი და ორმაგად გულდასაწყვეტია, - ამგვარად ეხმიანება ფაქტს World Vision-ის წარმომადგენლობა.

"კედელი კამპანიის „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ ფარგლებში მოიხატა და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ექსპლოატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. ქუთაისის მერიასთან სრულად შეთანხმდა ნახატის კონცეფიაც და ადგილმდებარეობაც. მიუხედავად ამისა, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე სტენსილები გადაიღება. როგორც აღმოჩნდა, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათ პრობლემებზე საზოგადოების დაფიქრება ბევრისთვის არც თუ იმდენად საჭირო და აქტუალური თემაა.

აღსაღნიშნავია, რომ ქუთაისი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია ქუჩაში მცხოვრები ბავშვთა ექპლოატაციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. ქუთაისში მოქმედი World Vision -ის დღის ცენტრი და 24 საათიანი თავშესაფარი ყოველდღიურად სრული დატვირთვით მუშაობს და 30-მდე ქუჩაში მცხოვრებ ბავშვს ემსახურება.


სტენსილების გადახატვით ვერ დავმალავთ პრობლემას, რადგან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ჩვენი რეალობაა, მათ ასეთი ცხოვრება არ აურჩევიათ"- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკის გვერდზე- "ეს არ არის ჩემი არჩევანი" ორგანიზაციის წარმომადგენლები ავრცელებენ.

შეგახსენებთ, მონპლეზირის თაღთან ენის დღესთან დაკავშირებით კედელი დედაენის თემაზე მოიხატა.

 

ავტორი: ნიუპრესი