|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქვეითთა გადასასვლელზე ავტომანქანა ქალს დაეტაკა

ქუთაისშის ქალაქის ადმინისტრაციული შენობის წინ არსებულ ქვეითთა გადასასვლელზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  ავტომანქანა შუახნის ქალს დაეტაკა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შემთხვევის ადგილზე გამოვიდნენ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და მისი მოადგილე.

როგორც ფაქტის თვითმხილველები აცხადებებენ, ქალს უკუსვლით მოძრავი ავტომანქანა დაეტაკა.მან დაზიანებები ხელის და სახის არეში აქვს მიღებული. 

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა