|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რამდენიმე საარჩევნო უბანში ელექტროენერგია გაითიშა

ქუთაისში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ელექტორენერგიის მიწოდება შეწყდა. არსებული ინფორმაციით, დენის მიწოდება შეწყდა # 3, 7, 21, სკოლებასა და 21 ბაღში გახსნილ უბნებზე.

დენი საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის დასრულების შემდეგ 7–8 წუთის განმავლობაში გაითიშა.

ინფორმაციას ადასტურებენ საოლქო კომისიაში და აცხადებენ, რომ დენის მიწოდება ამ დროისთვის ყველა უბანშია აღდგენილი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი