ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის აღებას არ ჩქარობენ
სადღესასწაულო დღეების გასვლის მიუხედავად, ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხის აღებას არ ჩქარობენ. ქალაქის ქუჩებში ნაძვის ხეები და სხვა საახალწლო განათებები კვლავ რჩება.
საკითხს ადგილობრივები აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელში.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ საახალწლო აქსესუარების დემონტაჟი მიმდინარეობს.
დემონტაჟი დაწყებულია. საახალწლო დეკორაციების ნაწილის დემონტაჟი შპს "აღმდგენმა" უნდა მოახდინოს, ნაწილი კი ააიპი "სპეციალურმა სერვისებმა", -განაცხადეს მერიაში.
"სპეციალურ სერვისებში" განმარტავენ, რომ საახალწლო მორთულობების დემონტაჟი დაწყებულია და ამ ეტაპზე "ახალგაზრდული პარკში" არსებული ნაძვის ხის აღება მიმდინარეობს.
ქუთაისის ბიუჯეტში ქალაქის საახალწლო გაფორმებისათვის 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, ქალაქში საახალწლო გარემოს შესაქმნელად რამდენიმე ლოკაცია მოეწყო. წელს პირველად ნაძვის ხე საფიჩხიასა და ნიკეაზე დაიდგა.
ავტორი: ნიუპრესი