|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო

ქუთაისში საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ გუშინ მომხდარ ფაქტზე ისაუბრა, როდესაც ნიკეას ქუჩაზე, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ფლაერების დარიგებისას, ადგილზე საჯარო მოხელეები მივიდნენ და აქტივობის ჩაშლა განიზრახეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დღეს ქალაქის მერი დაიმალა და საკრებულოს სხდომას არ დაესწრო, რადგან მისი დავალებით გუშინ საჯარო მოხელეებ ოპონენტებს ქუჩაში დაუპირისპირდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, საკითხზე მსჯელობა საკრებულოს პრეროგატივა არაა და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეული უნდა დაინტერესდეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა