|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კონკურსში 975 მოქალაქე დარეგისტრირდა

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაციის ვადა დღეს ამოიწურა.

 ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიიის ინფორმაციით, კონკურსში 975 მოქალაქე მონაწილეობს.  

თითოუულ უბანზე 6 დამოუკიდებელ წევრის შერრჩევა უნდა მოხდეს, ჯამში ქუთაისის 124 უბანზე 744 კანდიდატი უნდა შეირჩეს.

როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, შერჩევა კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება. გაითვალისწინებენ მათ გამოცდილებას და გავლილ სწავლებებს.

საარჩევნო უბნების დამოუკიდებელი წევრების დაკომპლექტება 12 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რის შემდეგაც პარტიები თავის წარმომადგენლებს წარადგენენ. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე