|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "სახლი #1"-ის სართულების დემონტაჟზე გამარჯვებულმა კომპანიამ უარი განაცხადა

ქუთაისში ქალაქის ცენტრში მშენებარე კოპრპუსის "სახლი#1" დემონტაჟის სამუშაოებისათვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. 

 თამარ მეფის ქ. #10/12-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის დემონტაჟის სამუშაოები შპს "ლ.ს.ნ."-ს უნდა შესრულებინა.  თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულებაზე უარი განაცხადა. 

 კომპანიის წამომადგენლის თქმით, ობიექტი მას შემდეგ ნახა, რაც ტენდერში გაიმარჯვა. ირაკლი ხომასურიძის განცხადებით, აღნიშნულ შენობაზე  დემონტაჟის სამუშაოების დაწყება შეუძლებელია. 

"ჩემთვის, როგორც მშენებელისათვის, წარმოუდგენელია ამ შენობაში დემონტაჟის სამუშაოების დაწყება. პირველიდან მეოთხე სართულის ჩათვლით ევრორემონტი მიმდინარეობს და ძალიან დიდია ალბათობა, რომ ზედა სართულებზე დემონტაჟის დროს გარეფასადი და და შენობის ქვედა მხარე დაზიანდეს. ასეთ შემთხვევაში კი, ზარალის აღდგენა მე დამევალებოდა.  ამასთან, ძალიან მიუდგომელი ადგილია, ტრანსპორტირებისა და  სამშენებლო ნარჩენების გატანისათვის. მართალია, სამუშაოებისათვის თანხა საკმარისი არის გამოყოფილი, მაგრამ სამწუხაროდ, ობიექტი ტენდერში გამარჯვების შემდეგ ვნახეთ", -განაცხადა კომპანიის პასუხისმგებელმა პირმა ირაკლი ხომასურიძემ ნიუპრესთან საუბარში. 

კომპანიამ  მერიის მიერ გამოცხადებულ 70 828 ლარიან ტენდერში 50 777 ლარის მოთხოვნა  დააფიქსირა. მას კონკურენტი არ ჰყოლია. ტენდერის  პირობების თანახანმად, მას 7 სართულიანი კორპუსის ბოლო  ორი სართულის დემონტაჟი უნდა განეხორციელებინა. სატენდერო დოკუმენტაციაში  მითითებულია, რომ კომპანიას დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიიღო.

კერძო კომპანიის ტერიტორიაზე სართულების დემონტაჟის შეუძლებლად მიაჩნდა ოპოზიციას. ამის შესახებ განცხადებები ქუთაისის საკრებულოში გაკეთდა.   მერიაში კი უნებართვოთ დაშენებული სართულების დემონტაჟის საკითხს პრინციპული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ საკითხის გაჟღერებით დაიწყო თავისი საქმიანობა ქალაქის ამჟამინდელმა მერმა,  რომელმაც განაცხადა, რომ ქალაქში უკანონო მშენებლობებს არ დაუშვებდა. 

 

 

"ცუდი ფაქტია, ქალაქის მერი მოღვაწეობას შენობების დარღვევით რომ იწყებს"

ქუთაისის მერია კომპანიას ორი სართულის დემონტაჟით ემუქრება

,,არ დავუშვებთ ჩვენს ქალაქში უკანონო მშენებლობებს"-გიორგი ჭიღვარია

 

ავტორი: ირინა მაკარიძე