ქუთაისში სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ძალადობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1 პირი - არასრულწლოვანი გ.ვ. დააკავეს.
გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის 31 იანვარს, ქუთაისში, არასრულწლოვანმა გ.ვ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან ბ.ჭ.-ს, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში გ.ვ., სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თანასწორუფლებიანობას ურღვევდა ბ.ჭ.-ს, რამაც არსებითად ხელყო ამ უკანასკნელის უფლებები.
ავტორი: ნიუპრესი