|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლები სკვერში მშენებლობას და ხეების მოჭრას აპროტესტებენ

ქუთაისში, ჭავჭავაძის #46 ბინის მცხოვრებლები სკვერში მშენებლობას და ხეების მოჭრას აპროტესტებენ. მათ დღეს აქცია გამართეს.

ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გასულ წლებში გაიცა, თუმცა პროტესტის გამო შეჩერდა ახლა კი ისევ განახლდა.

მათი განცხადებით, გახანგრძლივებულ ნებართვას ვადა გაუვიდა, მაგრამ დღეს ადგილზე სამუშაოები დაიწყო და მოხდა საძირკვლის მოწყობა. ადგილობრივები მერიას მოუწოდებენ შეაჩერონ ნებართვა, რომელსაც მრავალწლოვანი ხეები ეწირება.

"გასულ წელს მშენებლობა შეჩერდა, მაგრამ წელს ისევ განახლდა. გუშინ მერიაში ვიყავით და მერს გავაცანით ჩვენი მდგომარეობა, ამ დროს კი ადგილზე მშენებლობა დაუწყიათ. ერთი ძირი ხე უკვე მოიჭრეს. ჩვენ ვერც გავიგეთ, ისე ჩუმად  მოჭრეს, მეორე ხის ძირში კი ბეტონია დასხმული და, სავარაუდოდ, მასაც გახმობა და მოჭრა ემუქრება.  5 მეტრი სიმაღლის კონსტრუქცია შენდება და შესაბამისად, გარშემო მდგომი ხეების ტოტები შეეწირება. მოვითხოვთ, მშნებელობის შეჩერებას და სკვერის შენარჩუნებას",-აცხადებენ ადგილობრივები. 

მოსახლეობის პროტესტს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ადგილზე იმყოფებონდნენ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები, მათ "თავისუფალი საქართველოს"  ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაიაც შეუერთდა. მათი თქმით, მოსახლეობისგან მალულად მშენებლობის დაწყება, თანაც უნებართვოდ კანონდარღვევაა და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მშენებლობის შეჩერება.

ადგილზე ე.წ "კეჩის ბაზრობის" შპს "იმერეთის" მფლობელები, მსუბუქი კონსტრუქციის შენობას აგებენ, სადაც, სავარაუდოდ, კაფე მოეწყობა.

უთაისის  მერიაში განმარტავენ, რომ მათ მფლობელებს მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდეს, რადგან მიმდინარე სამუშაოები  უნებართვოა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, თუ სკვერი პირვანდელ მდგომარეობაში არ მოვა, მფლობელი დაჯარიმდება. რაც შეეხება ახალ ნებართვას, ჯავახიას განცხადებით, ამის შესახებ მერია მომართვის შემდეგ იმსჯელებს, თუმცა აცხადებს, რომ მერიის პოზიცია სკვერების შენარჩუნებაა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა