ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს ქუთაისში აქციით გააპროტესტებენ
„აიღოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა ჩვენს უსაფრთხოებაზე”, - ამ მოწოდებით ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციის წინ ჟურნალისტები მდუმარე აქციას გამართავენ.
ცნობისთვის, ტვ პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორს გიორგი შეწირულს მიმართ განხორციელებულ სასტიკ თავდასხმას ჟურნალისტები აქციით ქვეყანის დიდ ქალაქებში ერთობლივად გააპროტესტებენ.
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს ნიღბიანი პირები თავს მუშაობის დროს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. შემთხვევა, გუშინ გვიან ღამით მოხდა. რამდენიმე დღის წინ ნიღბიანი პირი ასევე სასტიკად გაუსწორდა აქციაზე მუშაობის დროს ჟურნალისტ გურამ როგავას.
ჟურნალისტების აქცია დღეს, 8 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება.
ავტორი: