|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საკრებულოს რიგგარეშე სხდომა აუცილებლობიდან გამომდინარე დაინიშნა"- ირაკლი შენგელია

მუშაობის დისტანციური რეჟიმზე გადასვლის მიუხედავად საკრებულომ დღეს რიგგარეშე სხდომა გამართა.  ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი შენგელიას განცხადებით, გადაწყვეტილება აუცილებლობიდან გამომდინარე მიიღეს.

 "ჩვენთვის ყოველი მოქალაქის უსაფრთხოება არის პრიორიტეტული, განსაკუთრებით როდესაც საკითხი ეხება ჯანმრთელობას, ამასთან ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები, მოქალაქეთა უწყვეტი ინფორმირების მიზნით ჩვენ უზრუნველვყავით საკრებულოს სხდომის დამატებით სოციალური მედიის მეშვეობით ტრანსლირება, ასევე ელექტონული კომუნიკაციის ყველა პლატფორმა, ელექტრონული ფოსტა, საკრებულოს და საკრებულოს წევრების Facebook გვერდები, მუნიციპალიტეტის ვებ გვერდი და სატელეფონო არხები არის აქტიური. მიუხედავად მუშაობის საგანგებო რეჟიმისა, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნა შესაბამისი რეგლამენტის დაცვით, გამომდინარეობს მნიშვნელოვანი აუცილებლობიდან, რათა ერთი მხრივ, არ შეფერხდეს ქალაქის განვითარებისთვის დაგეგმილი ინფრასტუქრუტული პროექტებისთვის თანხების მოზიდვის პროცესი, და მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ მოქალაქეთა იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი ინვესტიციის განხორციელების და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისკენ"-განაცხადა შენგელიამ.

დეპუტატებმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე  5 საკითხი განიხილეს, მათ შორის  N29 ბაღის მშენებლობის საკითხი.  შენგელიას თქმით,   წლების განმავლობაში ქალაქ-მუზეუმის მოსახლეობა ითხოვდა ბაღისთვის ფუნქციონირებადი შენობის გამოყოფას.

დღე დამტკიცდა ასევე  ცვლილებები საინვესტიციო ნუსხაში. მიღებული გადაწყვეტილებით ი.ჭავჭავაძის და ნიკეას ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის ტერიტორია იჯარის წესით გადაეცა მოქალაქეს, რომელიც აღნიშნულ ლოკაციაზე კომერციული სივრცის მოწყობასთან ერთად, იღებს მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლისა და აღდგენის ვალდებულებას, ისე რომ მოქლაქეებისთვის გადასასვლელით სარგებლობა არ შეიზღუდება და 24 საათის განავლობაში ის იფუნქციონირებს უსაფრთხოების ყველა წესის, მათ შორის განათებების და ვიდეო კონტროლის, დაცვით.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით,  თამარ მეფის ქუჩის N9 -თან მდებარე სკვერი შვიდი თვის ვადით გაიცა იჯარის წესით. " მიღებული გადაწყვეტილებით სკვერის ფუნქცია და სტატუსი არ შეიცვლება, ასევე არ მოხდება რაიმე სახის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ნებართვა შეეხება მხოლოდ მოძრავი სანაყინეს და საბავშვო ატრაქციის მოწყობას, რაც მიგვაჩნია, მნიშვნელოვანი იქნება ტურისტული ინფრასტუქტურის განვითარების მიმართულებითაც"-განმარტა ირაკლი შენგელიამ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა