|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი მეოთხე თვეა შიმშილობს

ქუთისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი მეოთხე თვეა შიმშილობს.  მსჯავრდებულის ადვოკატის ილია ჯანელიძის თქმით, ამ დროის განმავლობაში მან რამდენჯერმე შეცვალა პროტესტის ფორმა, 29 იანვრიდან კი კვლავ მშრალი შიმშილობა განაახლა. 

"მსჯავრცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მან ამ დროის განმავლობაში მან რამდენჯერმე შეცვალა პროტესტის ფორმა, 29 იანვრიდან კი კვლავ მშრალი შიმშილობა განაახლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გვაქვს ვიღებ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მსჯავრდებული  საკანში 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა,  მსჯავრდებულის მდგომარეობით, გარდა სახალხო დამცველი წარმომადგენლისა, ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა"-განაცხადა ილია ჯანელიძემ.

 განსასჯელის საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ბრალდების მხარეების დაკითხვა ხდება. კობა ომანაძე  ბრალდებას არ აღიარებს და პოლიციის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას ითხოვს. 

ომანაძის საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 20 თებერვალს განახლდება. 

განსასჯელს რომელსაც გამოძიება ნარკოტიკული ნივთერების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, ნარკოდანაშაულისათვის ორი პირი ოქტომბერში დააკავეს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა