|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქვეყანა შეჩერდა და ამაზე, პირველ რიგში, მე ვიზიარებ პასუხისმგებლობას"- მიხეილ სააკაშვილი

წყალტუბოში ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის "NLI" ზამთრის სკოლის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის ფარგლებში სკაიპით ჩაერთო მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილმა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, რეგიონების განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, მისი კონცეფცია ქვეყანა ყოფილიყო განვითარებული, ამ ხელისუფლების პირობებში შეჩერდა.

"ქვეყანა შეჩერდა და ამაზე, პირველ რიგში, მე ვიზიარებ პასუხისმგებლობას, მაგრამ, როგორც მოვუშვით, ისე გავუშვებთ. ჩვენი მიზანია, იყოს რამდენიმე ძლიერი ქალაქი, მათ შორის ქუთაისი, რომელზეც მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიბმულია სვანეთი, ლაზიკა, ბათუმი, ასევე სოფლები უნდა იყოს განვითარებული", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა, რომელიც ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა პრობლემას შეეხო.

ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის მიზანია, ახალგაზრდა ლიდერთა პოვნა და მათი ჩართვა პოლიტიკურ- სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა