|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რა ვუყოთ იმას, რომ უკვე "ნაციონალური მოძრაობაც" მართალია?"-დავით უსუფაშვილი

"შენების" მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ქუთაისში ამომრჩევლებს შეხვდა.
პარტიის ლიდერმა წინასაარჩევნოდ არაჯანსაღ გარემოზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური ველიდან გააქროს ყველა პარტია, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა", თუმცა უკვე "ნაციონალური მოძრაობაც მართალია, როდესაც ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.


" ხელისუფლება დღემდე საუბრობს იმაზე, რომ არ შეიძლება "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ უკვე "ნაციონალური მოძრაობაც" მართალია, რომ მათაც დაუგროვდათ არგუმენტები, რატომ არ შეიძლება ამ ხელისუფლების დარჩენა?"-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ხელისუფლება განზრახ ცდილობს მის დაკნინებას.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი