რატომ გაიზარდა ბუნებრივი გაზის გადასახადი - ენერგოომბუდსმენის განცხადება
მოქალაქეების პრეტენზიებს ბუნებრივი გაზის მკვეთრადი გაზრდილი საფასურის თაობაზე ენერგოომბუდსმენი აპარატი ეხმიანება.
მათი ცნობით, ბოლო რამდენიმე დღეა მათ სამსახურს მომხმარებლები აქტიურად მიმართავენ.
ენერგოომბუდსმენი აპარატის განმარტებით, ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა.
„გაზრდილი ხარჯი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის:
- მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვა
- მრიცხველის ტექნიკური დაზიანება
- კერძო სახლებში, სადაც გაზის ქსელი ეზოშია განთავსებული, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის პერიოდში შესაძლებელია, რომ ქსელის გარკვეული მონაკვეთები დაზიანდეს და წარმოიშვას გაზის გაჟონვა, რაც შესაძლოა გახდეს მოხმარებისა და გადასახადის ზრდის მიზეზი
- ასევე სხვა ფაქტორებით, რაც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შესწავლის საგანია
გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
მომართვის შემთხვევაში:
- დაიწყება საქმის სამართლებრივი შესწავლა
- შეფასდება დარიცხვის კანონიერება
- ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეგიწყდებათ სადაო თანხის გადაუხდელობის გამო — დავის დასრულებამდე“,- ნათქვამია ენერგოომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.2%
გაუარესდა - 52.8%
არ შეცვლილა - 12%
სულ - 125 ხმა




14:35
13:33
22:22
















