|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო ფეისბუკზე რეკლამაში 30 000 ლარს დახარჯავს

ანტიკორუფციული ბიურო საქმიანობის პოპულარიზებისთვის Facebook-რეკლამაში 30 000 ლარს დახარჯავს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დასტურდება წერილით,  რომელიც ანტიკორუფციულმა ბიურომ შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა.  წერილი რადიო თავისუფლებამ გაასაჯაროვა.

"აღსანიშნავია, რომ 2025 წლის განმავლობაში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე, უნდა გაშუქდეს კონფერენციები და პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ანტიკორუფციული საკითხების მიმართულებით საზოგადოების ცნობადობის გაზრდას. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ სოციალურ ქსელს საქართველოში ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად, მიზანშეწონილია „Facebook“-ით გავრცელებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ამა თუ იმ თემატიკის ინფორმაციის მეტი მომხმარებლისთვის გაცნობა, რასაც „Facebook“-ის ინფორმაციის რეკლამირების მომსახურებით ანუ ჩვენ მიერ მოთხოვნილი შესასყიდი მომსახურებით სარგებლობა უზრუნველყოფს", - ნათქვამია  ანტიკორუფციულმა ბიუროს წერილში.

შეგახსენებთ,  ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერი ნიშნავს. ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ რაჟდენ კუპრაშვილის ბიურო  ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია.

 

ავტორი: