|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ გამოიყენებს საქართველო ევროკავშირთან არსებულ შეღავათიან სავაჭრო რეჟიმს?

 პროგრამა "აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ივნისში დაიწყო. რომლის ფარგლებშიც მეწარმეობის განვითარების სააგენტო ბენეფიციარი ფირმების მიერ აღებული საბანკო სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ით თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.

პროგრამაში 90 კომპანია მონაწილეობს. აქედან 53  საბანკო რესურსით სარგებლობს, დანარჩენი კი სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონებით. ამავე პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სფეროში  8 პროექტი დაფინანსდა. ამ პროექტებს  სოფლის მეურნეობის სამინისტრო კურირებს.

1 აგვისტოდან პროგრამას  ახალი კომპონენტი -ტურიზმი დაემატა. რისი მიზანიც რეგიონში სასტუმროს ქსელის განვითარებისათვის არსებულ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაა. საქართველოში ჩამოსული ტურისტების 80% რეგიონებში ჩადის, ამიტომ აუცილებელია, რეგიონებში სასტუმროების გამართული ინფრასტრუქტურა არსებობდეს. ვინაიდან  ბაზარი არსებობს  რესურსის მოზიდვა და  ხარისხიანი სერვისის მიწოდებაა საჭირო, როგორც პროექტის წარმოამდგენლები აღნიშნავენ, ამ კომპონენტით მაქსიმალურად ხელი უნდა შეეწყოს იმ  ხალხს, ვისაც სურვილი აქვს, რეგიონებში სასტუმროს ბიზნესი განავითაროს. მათ  ბანკიდან რესურსის მოზიდვის საშუალება მიეცემათ. კონკრეტულად, აღნიშნული პროექტი გულისხმობს დაინტერესებული მეწარმე სუბიექტებისთვის საერთაშორისო ბრენდების  Franchising-ის გადასახადებისა და კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, უზრუნველყოფაში თანამონაწილეობასა და შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების გაწევას. სასტუმროს ქსელის საერთაშორისო ბრენდის შემოყვანის შემთხვევაში, Franchising-ისთვის საჭირო თანხას პირველი 2 წელი პროექტი სრულად დაფარავს, მაგრამ გარკვეულ ზედა ზღვრამდე. ზედა ზღვარი წლიური 300 000 ლარია.

ახალი კომპონენტი იქნება კინოინდუსტრიაც. ეს სეგმენტი სექტემბრიდან ამოქმედდება. რაც ადგილობრივი კინოინდუსტრიის, ისე დამატებითი ინდუსტრიების განვითარებას მოიცავს. გარდა ამისა, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით. კინოინდუსტრიაში შექმნილი დამატებითი ღირებულების ოდენობა საკმაოდ მაღალია. საუბარია კვალიფიციური ხარჯების, ანუ იმ ხარჯების, რომელსაც კომპანია გადასაღებ ქვეყანაში ეწევა, გარკვეული ნაწილის უკან დაბრუნებაზე.  ეს იქნება ფილმის საქართველოში გადაღებაზე გაწეული და დადასტურებული ხარჯების 20%.  კინოინდუსტრიაში დასაქმებული კომპანიებისთვის ეს შეღავათი ძალიან მნიშვნელოვანია.

წყარო; eugeorgia.info

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა