|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მომწონს თეთრი ხიდი, ბაგრატი, მოწამეთა“ - გრიგორიო უსარდი

„მომწონს თეთრი ხიდი, ბაგრატი, მოწამეთა, ქალაქში ლამაზი განათებაა“-ასე გაგვიზიარა შთაბეჭდილება იტალიელმა გრიგორიო უსარდიმ. 28 წლის გრიგორიო ქუთაისში პირველად იმყოფება, თუმცა ქვეყანაში მისი მეორე ვიზიტია. პირველად საქართველოში ორი წლის წინ საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ამბობს, რომ იმდენად მოიხიბლა ქვეყნით, დაბრუნება გადაწყვიტა.

„საქართველოშო ორი წლის ჩამოვედი, ეს ჩემი ოცნება იყო, რომელიც ამიხდა. მაშინ თბილისში და რუსთავში ვიყავი, იმდენად მომეწონა აქ ხალხის დამოკიდებულება, რომ დამწუხრებული წავედი ტალინში. ორი წლის მერე თავისუფალი შუალედი გამომიჩნდა და ისევ დაბრუნდი, ამჯერად ქუთაისში. მინდოდა მენახა, თან იაფი ფრენებია ევროპის მიმართულებით. მომწონს თავგადასავალი, მოგზაურობა, თან სასურველ ქვეყანაში. ქუთაისში  ღამით ჩამოვედი და ცარიელის შთაბეჭდილება დატოვა ქალაქმა, თუმცა მეორე დღეს აღმოვაჩინე, რომ ასე არ იყო. ჩემს მიერ ნანახით თუ ვიმსჯელებთ, აქაურობა იტალიისგან იმით განსხვავდება, რომ აქ  ქუჩაში ბევრი ძაღლია, რაც ჩვენთან არაა, ასევე აქ 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ბარები, კაფეები, მაღაზიები, მოქნილი გრაფიკია ამ მხრივ. აქ ადვილია, მეგობრები შეიძინო. ქუთაისში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, მაგრამ ადამიანები პოულობენ ძალას ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღონ. არ ვიცი, შეიძლება, ჩემთან იქცეოდნენ ასე.  მე მომწონს ეს  ურთიერთობები“, -განაცხადა გრეგორიომ, რომელმაც უკვე მოინახულა კულტურული ძეგლები და ქალაქში არსებული ხიდების, ტაძრების და ქუჩების სახელების დამახსოვრებაც მოასწრო.

„ძალიან მომწონს თეთრი ხიდი, ბაგრატი, მოწამეთა, ლამაზი განათებაა, მაგრამ ქალაქის არქიტექტურა არ აღმაფრთოვანებს. მე რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი ვიყო, ქუთაისში უცხო ენების სასწავლო ცენტრებს გავხსნიდი, რომ ახალგაზრდებს მეტად ესწავლათ უცხო ენა, ძალიან დიდი პრობლემაა ამ მხრივ ქალაქში“, -განაცხადა გრეგორიომ, რომლემაც 28 წლის ასაკში 10 ენის სწავლა მოასწრო და ახლა ქართულსაც ეუფლება. ამბობს, რომ რთული ენაა და უკვირს ადამიანები როგორ გამოთქვამენ ასეთ მჭექარე სიტყვებს, ფრთიანი ფრაზების სწავლა უკვე მოასწრო და ახლა ქართველებს აცნობს თავის ცოდნას.

„ათი ენა ვიცი, პოლიგლოტი ვარ და მიადვილდება ენების შესწავლა, ქართულსაც ვსწავლობ, ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა, რომ უკეთ მესწავლა ქართული. ძალიან რთული ენაა, გრამატიკაც.  ზოგი სიტყვა ისე გამოითქმის, ისეთი მაგარია, მიკვირს როგორ გამოთქვამენ ადამიანები ასეთ სიტყვებს. ბევრი ერთნაირი სიტყვა ქართულსა და იტალიურში, რომლებიც ენის სწავლას მიადვილებენ“, -განაცხადა გრეგორიო უსარდიმ. ის პროფესიით ჩინურის ფილოლოგია.

იტალიელი გრეგორიო ამბობს, რომ იტალიაში არცერთ ქართველს არ შეხვედრია, თავადაც უკვირს, რადგან ახლა იცის, რომ მის ქვეყანაში ბევრი ქართველი მუშაობს.

„იტალიაში არ შევხვედრივარ ქართველს, როგორი გასაკვირიც უნდა აიყოს. აქ ვხვდები ქართველებს, რომლებიც წლების განმავლობაში იტალიაში მუშაობდნენ. ყველა ამბობს, რომ ქალაქ ბარში იყვნენ, ვხუმრობ ხოლმე:  ბარში ქუთაისური მაფიაათქო“.

მოსწონს ქალაქში მოძრავი პატრული, რადგან თვლის, რომ ამით უსაფრთხოების შეგრძნება ეუფლება, თუმცა დანით შეიარაღებულ პირს ძლივს გადაურჩა. საბილიადორში მისულს უცნობი ადამიანი დანით აედევნა და სასტუმრომდე სდია, მეორე დღეს პოლიციაში განუცხადეს, რომ ამ ადამიანს ფსიქიკური პრობლემები ქონდა.

გრიგორიო უსარდი საჯარო ბიბლიოთეკაში ლექცია წაიკითხა.  ის იტალიური ენის შესწავლის მსურველებს დახმარებას პირდება. 

„მითხრეს, საქართველო არაა ისეთი ქვეყანა, სადაც ენების სწავლით ბევრ ფულს გამოიმუშავებო, მაგრამ მე მაინც მინდა, აქ უცხო ენების შემსმწავლელი ცენტრი გავხსნა. ეს რა თქმა უნდა, შორეული გეგმაა, მაგრამ მას „პოლიგლოტების ოცნებას“ დავარქმევ“, -განაცხადა გრეგორიომ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი