|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო - სალომე ზურაბიშვილი

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო.

ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ, სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”,-აღნიშნავს პრეზიდენტი.

სოფელ ნერგეეთში, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა, ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროსითვის მაშველები კიდევ ხუთ ადამიანს ეძებენ, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.  

 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი