|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსეთი ოკუპანტია"-მესხიშვილის თეატრის მსახიობები მოსკოვის თეატრის ვიზიტს პერფორმანსით გამოეხმაურნენ

ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლებს მსახიობების ნაწილი პერფორმანსით გამოეხმაურა. მათ, ვისთვისაც რუსეთის ოკუპაცია მიუღებელია, ფლაერები და სტიკერები წარწერით "რუსეთი ოკუპატია" დაარიგეს. მსახიობებმა ინგა კაკიაშვილმა და რეზი ქაროსანიძემ ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ბროშურები თეატრშიც გააკრეს.

"მიუღებელია, ის რაც ხდება დღეს ატოცში, რომ  რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ ვგმობთ ამას და ამის ფონზე, არ ვეთანხმებით მოსკოვის თეატრის ვიზიტს. იმისათვის, რომ შევახსენოთ, ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მაყურებლებს ბროშურები დავურიგეთ. მასზე დატანილია ინფორმაცია, რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის შესახებ. ჩვენ ამ ფორმით შევახსენებთ სტუმრებს, რომ მათი ქვეყანა ოკუპანტია"-განაცხადა ინგა კაკიაშვილმა.

მესხიშვილის თეატრში მოსკოვის თეატრის ვიზიტს საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოყვა. მათ თეატრის წინ აქცია გამართეს და რუსი მსახიობების მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარება მოითხოვეს.

მოსკოვის „ნიკიტკის კარიბჭის“ გასტროლები ქუთაისში დღეს დაიწყო. ორი დღის მანძილზე მესხიშვილის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება რუსულენოვანი სპექტაკლები.

ავტორი: ნიუპრესი