რუსმა ჟურნალისტმა სამმართველოს შენობასთან თავი დაიწვა
ნიჟეგოროდის გამოცემის Koza Press-ის მთავარმა რედაქტორმა ირინა სლავინამ 2 ოქტომბერს თავი დაიწვა ნიჟნი ნოვგოროდის შს სამმართველოს შენობასთან. თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე სლავინამ ფეისბუკის გვერდზე დაწერა: „გთხოვთ, ჩემ სიკვდილში დაადანაშაულოთ რუსეთის ფედერაცია.“
დაახლოებით 15.30 საათზე სლავინა მივიდა პოლიციის შენობასთან, ჩამოჯდა სკამზე და ცეცხლი წაიკიდა. შემთხვევით გამვლელმა სცადა ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ ჟურნალისტმა ხელისკვრით მოიშორა ის.
ირინა სლავინა თავისი პუბლიკაციებით ბევრს აღიზიანებდა. 2017 წელს უცნობებმა მისი ავტომობილის საბურავები დააზიანეს.
ერთი წლით ადრე, სირიის ომში რუსეთის მონაწილეობის თაობაზე გამოხატული პოზიციის გამო, უცნობებმა მისი სახლისა და მეუღლის ოფისის წინ მიმოფანტეს შეურაცხმყოფელი შინაარსის ფურცლები წარწერით „პირუტყვი“. ფეისბუკზე გამოქვეყენუბლი პოსტი ეძვღნებოდა რუსული Ту-154-ის დაღუპვას. სლავინა წერდა: „გლოვობს, მაგრამ ვერ ივიწყებს ბავშვების გვამებს სირიაში, სადაც რუსი არტისტები მიფრინავდნენ“.
2019 წლის მარტში ირინა სლავინა ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლომ 20 ათასი რუბლით დააჯარიმა ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი არასანქცირებული მიტინგის ორგანიზებისთვის. 24 თებერვალს სლავინამ ნემცოვის პორტრეტით გაიარა ქალაქის ცენტრში. მასთან ერთად იყო რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებმაც მოკლული პოლიტიკოსის ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები მიიტანეს ცენტრალურ მოედანზე.
სლავინა ასევე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში იყო მიცემული ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართული პიკეტირებისთვის.
ირინა სლავინა ასევე იყო ერთ-ერთი საქმის მოწმე, რომლის ფარგლებში მის სახლში ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკის დროს ჟურნალისტი ამბობდა, რომ ადვოკატთან დარეკვის საშუალება მისცეს.
"რადიო თავისუფლება"
ავტორი: ნიუპრესი