|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსთავი 2"-მა სავარაუდოდ მირზა სუბელიანის მონაწილეობით სკანდალური აუდიო ჩანაწერი გაავრცელა

"რუსთავი 2-მა" შოკისმომგვრელი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროა, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი მასთან საკანში მისულ   „ქართული ოცნების“ დეპუტატს მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძეს და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსან, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელს დათო ცუხიშვილს ესაუბრება.

 ჩანაწერებიდან  მრავალ კანონდარღვევას ეხდება ფარდა, მათ შორის ადამიანების გატაცების, წამების და არაფორმირებული შეიარაღებული ფორმირებების შესახებ.  

გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

“შენ ძალიან კარგად იცი რო მე რო რაღაცა მეკადრა, ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი, მე რო რაღაცა მეკადრა არასწორი, ვინ არი ბიჭო ოქუაშვილი კი არა ტერა ბაიტებით გვაქ სასწაულები ამათ რო არ დაესიზმრებათ, თეთრაძის საქმიდან დაწყებული, ნავთლუღის სპეცოპერაცია... რაზეც ამათმა თანამდებობები დაიჭირეს, ხარძიანის საქმე, ან ვანოს საქმე, ვისი შესრულებულია, ან შენ როგორ გგონია, ამათი თათბირები ესენი რო იჯდნენ და ყ..ე განკარგულებებს გასცემდნენ, იმხელა უტვინო ვიყავი რო თავი არ დამეზღვია ამათთან?! თავი არ დამეზღვია და ისე მივსულიყავი, ყოველდღე ცვლიდნენ გადაწყვეტილებებს, მე რო რაღაცა მდომებოდა და რაღაცა მინდოდეს, ხალხის გამოსვლა შენ ნახე, არაფერი არ უნდა, ორი ჩანაწერი უნდა და ბ..შვილი ვიყო რუსთაველი გამოვა და "ოცნება" აღარ იქნებით დამიჯერე, პროსტა კაცურად გეუბნები, არ ვარ მე ამის მკადრებელი კაცი და ნუ მაკადრებინებთ.

მე პოლიტპატიმარი ვარ, შვეიცარიაში რო წავიდე, სტოკჰოლმში რო ჩავფრინდე, ხო ქვეყანას დედას მო..ვ, საქართველოს, სტოკჰოლმამდე რო ჩავაღწიო ხო იმხელა მტკიცებულებებს წავიღებ რო ბო..შვილი ვიყო, ამ საქმეზე გამამტყუნებელს მივიღებ თუ არა პოლიტიკურ თავშესაფარს მაინც მივიღებ, ეჭვი ხო არ გეპარება შენ მაგაში, მე ამას ვერ ვიგებ ძმაო, როდესაც იმ მომენტში შემეძლო ჩვეულებრივი განცხადებები გამეკეთებინა, ეხლა დამთავრებული იქნებოდა, ეხლა ჩემი ოჯახი პოლიტიკურად იდევნება ძმაო”,-აცხადებს ტელეკომანია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით მირზა სუბელიანი.

 „რუსთავი 2“-ის ცნობით, მირზა სუბელიანის გაბრაზების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილი, რომელმაც საპარლამენტო კომისიას სუბელიანისგან განსხვავებული ჩვენება მისცა. ამ შეუსაბამობამ გააჩინა ეჭვი, რომ სუბელიანმა ცრუ ჩვენება მისცა. ჩანაწერში შემდეგ მირზა სუბელიანი უკვე ახსენებს იმ მეთოდებსაც, რომლითაც წლების განმავლობაში ხელისუფლებისთვის საქმეებს ალაგებდა. სუბელიანი თავის "შემადგენლობასთან" ერთად მოწმეებს იტაცებდა და სცემდა სასურველი ჩვენებების მისაღებად, მათ შორის,გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის დროს. ბაჩო ახალაიას საქმის მოწმეებზე კი პირდაპირ ამბობს, რომ მათ აწამებდა. 

ასევე ჩანაწერში ნახსენები არიან ყოფილი მთავარი პროკურორები კბილაშვილი და შოთაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომლებიც მასთან საქმეების მოსაგვარებლად დადიოდნენ. სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდოს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც იყო.

ასევე ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე და ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია. ამასთან, ჩანაწერის მიხედვით სავარაუდოდ მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ის წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, როდის უნდა დადგეს მისი განაჩენი და რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში - ერთი წელი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი.

ის სთხოვს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, შეახსენოს მინისტრ გახარიას მათი გარიგების პირობები. „ერთ რამეს გეტყვი, მე სხვა რამეს ვდარდობ, მეთქი ნახავს სახელმწიფო, ჩვენს გამო წავიდა და დაჯდა, ჩვენ გადაგვარჩინა და გამოხვალ და მირზა შენ ეს გექნება, მირზა შენ ის გექნება და ამის გამო, რას ვიღებ ბოლოს ჩემი დედის ტ...ნას?! იმაში დარწმუნებული ვარ რო, იმას ეტყოდნენ სხვანაირად, მტკიცებულებები გვაქვსო, ბიჭო ოცნებამ მიიღეთ ძმაო, თქვენი გუნდის პატიმარი, თქვენი გუნდის, ამხელა შეცდომა ბოზიშვილი ვიყო მიშას არ დაუშვია, შენ ხვდები ეს რამხელა შეცდომაა?! არ მინდა, არც დაკლება მინდა, ვიჯდები ეს ერთი წელი მჭირდება, ეს ნეგატიური პოზიცია რო გავდევნო, თორე მე რო ეხლა გავიდე გარეთ შეიძლება სასწაულები ჩავიდინო.

რა უთხარი იცი გახარიას? ერთად რომ ვქეიფობდით მე, ვასაძე და მთელი კამანდა, თურმე შორიდან იცნობდნენ ესენითქო? კარგი-თქო მართლა. ამაზე უფრო მეტად არის გაგიჟებულითქო. მესიჯი მიუტანე სწორად, არავის ჩაძირვა და არავის გადაძირვა არ მინდა, თავი დამანებონ, შემეშვან, სიტყვა ნათქვამია, ეგ სიტყვა შეასრულონ და აგერ არის 15-ში და ახალწლამდე დამიყენონ განაჩენი“, - ნათქვამია არხის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში.

 აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით პროკურატურამ  სისხლის სამართლის საქმე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, სსკ 150-ე მუხლის პირველი, 157’-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333- ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა. 

საუბრის ნამდვილობა უკვე დაადასტურა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა