ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 30 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 581 031ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 26,9 მლნ აშშდოლარის ღირებულების ღვინო, რაც15%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
იანვარ-აპრილის თვეების მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
- რუსეთი - 5 925 933ბოთლი;
- უკრაინა -1 488 737 ბოთლი;
- ყაზახეთი- 1 281 100ბოთლი;
- ჩინეთი - 779 425 ბოთლი;
- პოლონეთი - 682 522ბოთლი.
საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი - 84% (5925933), უკრაინა - 70% (1488737), ჩინეთი - 58% (779425), პოლონეთი - 31% (682 522), ლიტვა - 37% (183636), ყირგიზეთი - 171% (107646), გერმანია - 23% (104950), ბელარუსი - 31% (134120), დიდიბრიტანეთი - 72% (50128)დასხვა.
ამასთან, მსოფლიოს 11 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 799 700 ბოთლი (0,75 ლ) ბრენდი, რაც 86%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 6, 4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ს აღწევს.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინო მასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 47,4 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 4 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 33,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.
(R)
ავტორი: