ავიაკომპანია Ryanair-მა დაგეგმილი ფრენების ნაწილი გააუქმა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანია Ryanair-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებით ფრენები ერთი თვით შეაჩერა.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, 8 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით პერიოდში ქუთაისიდან ბოლონიის მიმართულებით რეისები არ განხორციელდება.
რაც შეეხება , იტალიიდან საქართველოს მიმართულებით რეისს ავიიაკომპანია Ryanair-მა მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა და ნაცვლად 4 სიხშირისა, კვირაში 2 სიხშირით იფრენს. მილანსა და თბილისს შორის, რეისების სიხშირის შემცირება ეხება მხოლოდ 9 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდს.
გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების რისკს უკავშირდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



17:20
15:54
13:34
21:45
16:48
















